loader

ექსტრემალი თვითმფრინავიდან კუბოთი გადმოხტა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექსტრემალი თვითმფრინავიდან კუბოთი გადმოხტა

ექსტრემალი თვითმფრინავიდან კუბოთი გადმოხტა. გადმოხტომის, უფრო ზუსტად კი გადმოგდების მომენტში, ენტონი მარტინი თავდახურულ ყუთში საგულდაგულოდ იყო დაბმული ბორკილებით. იმისთვის, რომ მიწაზე მშვიდობიანად დაშვებულიყო, მას ჯერ ხელბორკილებისგან უნდა დაეხსნა თავი, მერე კუბოს თავსახური აეხადა და ბოლოს პარაშუტი გაეხსნა. ექსტრემალმა ამ რთულ, თითქმის შეუსრულებელ მისიას არაჩვეულებრივად გაართვა თავი.

ენტონი მარტინი მსოფლიოში ცნობილი ექსტრემალია, მას ბევრი ურთულესი კასკადიორული ტრიუკი აქვს შესრულებული როგორც ჰაერში, ისე წყალქვეშ. ენტონის დევიზია "თავი დაიხსენი ან მოკვდი".