loader

კრიშტიანო რონალდოს და მისი ფანის მხურვალე ჩახუტება მატჩის დროს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კრიშტიანო რონალდოს და მისი ფანის მხურვალე ჩახუტება მატჩის დროს

მაიამიში 7 აგვისტოს მადრიდის "რეალსა" და ლონდონის "ჩელსის" შორის მატჩი გაიმართა, რომელიც ესპანელების გამარჯვებით 3-1 დასრულდა. მატჩის 66-ე წუთზე მთელი სტადიონის ყურადღება ერთმა გულშემატკივარმა მიიპყრო. პორტუგალიელი ფეხბურთელის კრიშტიანო რონალდოს მაისურში გამოწყობილი ფანი მოედანზე შეიჭრა და თითქმის ერთი წუთის განმავლობაში ეხუტებოდა ფავორიტ სპორტსმენს.

28 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც მატჩში ორი გოლი მიითვალა, მოთმინებით აიტანა გულშემატკივრის უჩვეულო საქციელი და სტადიონის დაცვამდე მშვიდად მიაცილა ახალგაზრდა ფანი. სანახაობას გაოცებული ადევნებდა თვალს სამეფო კლუბის ყოფილი მწვრთნელი ჟოზე მაურინიო, რომელიც ამჟამად "ჩელსის" წრთნის.