loader

ქართველმა ძიუდოისტებმა ფინალში რუსებს მოუგეს - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველმა ძიუდოისტებმა ფინალში რუსებს მოუგეს - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონია

საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონია – კვირას, გვიან ღამით მათ ფინალში რუსებს დრამატულ შეხვედრაში 3:2 მოუგეს.

გადამწყვეტ ბრძოლაში ადამ ოქრუაშვილმა (+100) იმარჯვა, რომელმაც ალექსანდრ მიხაილინი შებოჭა. ჩვენი ნაკრები, ტრადიციულად, დასაწყისშივე ჩამორჩა - ლაშა შავდათუაშვილი (66) ალიმ გადანოვთან დამარცხდა, ზებედა რეხვიაშვილმა (73) კი მოგებული შეხვედრა წააგო მურატ კოძოკოვთან.

ანგარიში ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) და ვალერი ლიპარტელიანმა (90) გაათანაბრეს - მათ გაფრთხილებებით აჯობეს სირაზუდინ მაგომედოვსა და კირილ დენისოვს.

აღსანიშნავია, რომ ლიპარტელიანმა და ოქრუაშვილმა ამ ტურნიზე ორ-ორჯერ მოუგეს რუსებს - პირადსა და გუნდურში.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ze