loader

საქართველო-პოლონეთი 84:67 - ევროპის ჩემპიონატი ქართველებმა გამარჯვებით დაიწყეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველო-პოლონეთი 84:67 - ევროპის ჩემპიონატი ქართველებმა გამარჯვებით დაიწყეს

4 სექტემბერს, სლოვენიაში დაწყებულ ევროპის 2013 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა პოლონეთის ეროვნულ გუნდთან გამართა და მეტოქე დამაჯერებლად, 17-ქულიანი უპირატესობით - 84:67 დაამარცხა.

პირველი პერიოდი იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა 20:14 მოიგეს, ტაიმი კი 39:22 დაასრულეს. ქართველმა კალათბურთელებმა მესამე პერიოდი ერთქულიანი უპირატესობით მოიგეს (16:15), ბოლო კი - ასეთივე სხვაობით დათმეს (29:30) და მატჩი საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანეს.

ყველაზე შედეგიანი მოედანზე ვიქტორ სანიკიძე იყო, რომელმაც 23 ქულასა და 6 მოხსნას მოუყარა თავი. 18 ქულა მიითვალა მანუჩარ მარკოიშვილმა, 13 ქულა და 9 მოხსნით კი გიორგი შერმადინი გამოირჩა.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე


www.sportall.ge