loader

ენდი მარეი დამარცხებამ გააცეცხლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ენდი მარეი დამარცხებამ გააცეცხლა

ამერიკის ღია პირველობაზე მამაკაცთა შორის მეოთხედფინალები გაიმართა. ერთმანეთს ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული, მსოფლიოს მესამე ჩოგანი, ბრიტანელი ენდი მარეი და მეცხრე ნომრად განთესილი, შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკა დაუპირისპირდნენ. მატჩი დაძაბული გამოდგა და ყველასათვის მოულოდნელი შედეგით, შვეიცარიელის სასარგებლოდ 6:4, 6:3, 6:2 დასრულდა.

მატჩის განმავლობაში ენდი მარეის ნერვებმა რამდენჯერმე უმტყუნა. პირველი სეტის წაგების ბოლოს მან ჩოგანი დაამტვრია, მეორე სეტის შემდეგ გაცეცხლებულმა იღრიალა. რაც შეეხება სტანისლას ვავრინკას, მან პირველად მოახერხა დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალში გასვლა.