loader

ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი - ამერიკის ღია პირველობის ფინალისტები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი - ამერიკის ღია პირველობის ფინალისტები

7 სექტემბერს ამერიკის ღია პირველობაზე მამაკაცთა შორის ნახევარფინალები გაიმართა. ერთმანეთს მსოფლიოს პირველი ჩოგანი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და შვეიცარელი სტანისლას ვავრინკა დაუპირისპირდნენ, ხოლო მეორე მატჩში მსოფლიოს მეორე ჩოგანი ესპანელი რაფაელ ნადალი და ფრანგი რიშარ გასკე.

საკმაოდ დაძაბული გამოდგა სერბის და შვეიცარელის 5-სეტიანი მატჩი, რომელიც 4 საათსა და 9 წუთს გრძელდებოდა და ჯოკოვიჩის სასარგებლოდ 2:6, 7:6, 3:6, 6:3, 6:4 დასრულდა.

რაც შეეხება რაფაელ ნადალს, მან ადვილად, სამ სეტში 6:4, 7:6, 6:2 დაამარცხა ფრანგი ჩოგბურთელი და მესამედ გავიდა ამერიკის ღია პირველობის ფინალში. ნადალს ეს ტიტული 2010 წელს აქვს მოგებული, სადაც მან ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი 4 სეტში დაამარცხა. რაც შეეხება სერბ ჩოგბურთელს, ამერიკის ღია პირველობის ფინალში ის უკვე მეხუთედ გავიდა. 2011 წელს ჯოკოვიჩი ამ ტურნირის გამარჯვებული გახდა, სადაც მან რაფაელ ნადალი ასევე ოთხ სეტში დაამარცხა.