loader

2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს ტოკიო უმასპინძლებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს ტოკიო უმასპინძლებს

2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქალაქად ტოკიო აირჩიეს. ამის შესახებ საზეიმოდ ბუენოს-აირესში საერთაშორიო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგემ განაცხადა.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის პრეტენდენტები ასევე იყვნენ სტამბული და მადრიდი. ხმის მიცემის მეორე ეტაპზე ტოკიო და სტამბული გავიდნენ, სადაც ტოკიომ 60 ხმა მიიღო, სტამბულმა 36.

ტოკიო უკვე მასპინძლობდა ოლიმპიურ თამაშებს 1964 წელს. უკანასკნელად იაპონიამ ოლიმპიურ თამაშებს 1998 წელს უმასპინძლა - ზამთრის შეჯიბრებები ნაგანოში გაიმართა.

www.sportall.ge