loader

რაფაელ ნადალის მე-13 სლემი - ჩოგბურთელმა US Open-ის ფინალში ჯოკოვიჩი დაამარცხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რაფაელ ნადალის მე-13 სლემი - ჩოგბურთელმა US Open-ის ფინალში ჯოკოვიჩი დაამარცხა

9 სექტემბერს ამერიკის ღია პირველობაზე მამაკაცთა შორის ფინალი გაიმართა. ერთმანეთს მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და მეორე ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი დაუპირისპირდნენ. მატჩი სამი საათი და 21 წუთი გაგრძელდა და ანგარიშით 6:2, 3:6, 6:4, 6:1 ეპანელის სასარგებლოდ დასრულდა.

ამ გამარჯვებით ნადალმა კარიერაში დიდი სლემის ტურნირის მე-13 ტიტული მოიგო, ხოლო US Open-ი - მეორედ. 2010 წელს ნოვაკ ჯოკოვიჩი მან ასევე ოთხ სეტში დაამარცხა.