loader

რუსი მოციგურავეების გამაოგნებელი შოუ ორი მსოფლიო რეკორდით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსი მოციგურავეების გამაოგნებელი შოუ ორი მსოფლიო რეკორდით

20 ოქტომბერს დეტროიტში, ფიგურულ სრიალში ამერიკის გრან-პრი - Skate America დასრულდა. ევროპის და მსოფლიოს ამჟამინდელი ჩემპიონები - ტატიანა ვოლოსოჟარი და მაქსიმ ტრანკოვი წყვილებში ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ. წყვილმა 19 ოქტომბერს მოკლე პროგრამაში არაჩვეულებრივად ისრიალა და თავისივე რეკორდი გააუმჯობესა ერთნახევარი ქულით. ამიტომ დიდი მოლოდინი იყო, რომ ისინი თავისუფალ პროგრამაშიც გაიბრწყინებდნენ. ასეც მოხდა.

ტატიანამ და მაქსიმმა შესანიშნავად შეასრულეს ყველა ელემენტი და კიდევ ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარეს: ერთი - თავისუფალ პროგრამაში 154.66 ქულა მოიპოვეს, ხოლო მეორე - ორი პროგრამით ჯამში 237.71 ქულა მოაგროვეს.

ამერიკის გრან-პრიზე მეორე ადგილი კანადელებმა - კრისტენ მურ-ტოუერსმა და დილან მოსკოვიჩმა 208.45 ქულით დაიკავეს, მესამე ადგილი კი კვლავ რუსებს - ქსენია სტოლბოვას და ფიოდორ კლიმოვს ერგოთ 187.35 ქულით.

ასევე იხილეთ: რუსმა ფიგურისტებმა მსოფლიო რეკორდი დაამყარეს