loader

საქველმოქმედო მარათონი თბილისის ზღვაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქველმოქმედო მარათონი თბილისის ზღვაზე

თბილისის ზღვის გარშემო გამართულ მარათონში დილიდან 1500-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. "ირბინე ჯანმრთელობისთვის - ირბინე ქველქმოქმედებისთვის" - კომპანია "ჰაიდელბერგ ცემენტის" მიერ ორგანიზებულ მარათონში 21-კილომეტრიანი დისტანცია უცხოური კომპანიების წარმომადგენლებმა, ტურისტებმა და თბილისის მაცხოვრებლებმა ერთად დაფარეს.

მარათონში მონაწილეობა საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმაც მიიღეს. წელს თავისი შედეგები ტელეპროექტ "ეტალონის" ავტორმა და წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა გააუმჯობესა. ვალერი გელაშვილი კი ერთადერთი პარლამენტარი აღმოჩნდა, რომელმაც 21-კილომეტრიანი მონაკვეთი სხვებთან ერთად გაირბინა.

მუხლის ტრავმის გამო არ გაუმართლა ერთ-ერთი სატელევიზიო შოუს მონაწილე თემო ლოლაძეს, რომელმაც ფინიშის ხაზთან მისვლა პირველმა ვერ შეძლო. მარათონიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" საბანკო ანგარიშზე გადაირიცხება.