loader

ბარსელონა-რეალი 2:1 - ნეიმარმა კლასიკო პირველივე ცდაზე დაიპყრო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბარსელონა-რეალი 2:1 - ნეიმარმა კლასიკო პირველივე ცდაზე დაიპყრო

ლა ლიგის მე-10 ტურში სეზონის პირველი "ელ კლასიკო" შედგა - "კამპ ნოუზე" "ბარსელონამ" 2:1 დაამარცხა "რეალი" და ლიდერობა განიმტიკა - 30 შესაძლებელიდან 28 ქულით პირველ ადგილზეა და "სამეფო კლუბს" უკვე 6 ქულით უსწრებს.

ამ კლასიკოზე პირველად თამაშობდნენ ნეიმარი და გარეთ ბეილი. პირველმა გაამართლა და მე-18 წუთზე ინიესტას პასით (და მცირე რიკოშეტით) ანგარიშიც გაათანაბრა. უელსელი ბეილი ვერაფრით გამოირჩა და 61-ე წუთზე ის შეცვალეს კიდევაც.

78-ე წუთზე ნეიმარმა ასისტენტობა იტვირთა, მისი პასით ალექსის სანჩესმა თავზე გადაუგდო ბურთი დიეგო ლოპესს.

ბოლო წუთზე "რეალმა" ერთი გაქვითა, კრიშტიანო რონალდომ მარცხენა ფრთაზე გაასწრო მცველებს და ხესეს გადააწოდა - 2:1. აღსანიშნავია, რომ "რეალის" ფეხბურთელები ორჯერ ითხოვდნენ პენალტის დანიშვნას. პირველი ტაიმის მიწურულს ხელით თამაშისთვის და მეორე ტაიმში რონალდოსთან უხეშობისთვის.

ერთხელ კი ქარიმ ბენზემამ ბურთი ხარიხას გაარტყა (0:1-ზე).