loader

ასეთია ნამდვილი ფეხბურთი! - თავდამსხმელმა მოწინააღმდეგე გუნდის მეკარეს თასმა შეუკრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ასეთია ნამდვილი ფეხბურთი! - თავდამსხმელმა მოწინააღმდეგე გუნდის მეკარეს თასმა შეუკრა

საუდის არაბეთში, ორი საფეხბურთო კლუბის დაპირისპირების დროს, მაყურებელი ნამდვილი სპორტული ჟესტის მომსწრე გახდა.

მატჩი "ალ ნადჰასა" და "ალ ლიტიჰადს" შორის მიმდინარეობდა. ანგარიში 2:2 იყო და მასპინძლების მეკარე ტაისირ ალ ანტაიფი ბურთის ჩაწოდებას აპირებდა, როდესაც შეამჩნია, რომ ერთ-ერთ ბუცზე თასმა გაეხსნა. დახრა დააპირა, თუმცა ამ დროს მას მოწინააღმდეგე გუნდის თავდამსხმელი ჯობსონი მიუახლოვდა, დაიხარა და მეკარეს თასმა შეუკრა.

ათასობით გულშემატკივარი ფეხბურთელის ამგვარი ჟესტით აღფრთოვანდა, თუმცა ამან სულ არ იმოქმედა მსაჯზე, რომელმაც მეკარე დროის გაყვანის გამო დააჯარიმა და მოწინააღმდეგე გუნდს საჯარიმოს დარტყმის უფლება მისცა. სტუმრებმა უარი თქვეს "ნაჩუქარი" ჯარიმის გამოყენებაზე. მატჩი საბოლოოდ 4:4 დამთავრდა.


ასევე იხილეთ:

ემოციური ვიდეო სპორტსმენებზე, რომლებიც პატივისცემას იმსახურებენ

მძიმე სენით დაავადებულ ფეხბურთის ფანს გარდაცვალებამდე საოცარი საჩუქარი გაუკეთეს