loader

"უყურე ამ უზრდელებს!" - რამ გააღიზიანა სპორტული ჟურნალისტი ქეცბაიასთან შეხვედრაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უყურე ამ უზრდელებს!" - რამ გააღიზიანა სპორტული ჟურნალისტი ქეცბაიასთან შეხვედრაზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში ჟურნალისტებს შეხვდა. შეხვედრაზე ქართული ფეხბურთის ყველაზე მწვავე და საჭირბოროტო საკითხებზე ისაუბრეს.

შეხვედრის მსვლელობისას სპორტულ ჟურნალისტებსა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შორის შეკამათებაც მოხდა. ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც თემურ ქეცბაიამ კომენტატორებს საზღვარგარეთიდან რეპორტაჟების ნაკლებობის გამო უსაყვედურა, რაზეც ჟურნალისტებმა უპასუხეს, რომ ისინი ფეხბურთის ფედერაციას არ დაჰყავს საზღვარგარეთ. კამათში ჩაერთნენ დარბაზში მსხდომი ფედერაციის წარმომადგენლები, რამაც ჟურნალისტ ლევან სალუქვაძის გაღიზიანება გამოიწვია.

იხილეთ ასევე: "ქართული ჭირი: ზედმეტი წონა და ფიზიკური მოუმზადებლობა" - თემურ ქეცბაია ქართული ფეხბურთის პრობლემებზე

იხილეთ შეხვედრის სრული ჩანაწერი: www.sportall.ge -ზე