loader

რაფაელ ნადალმა პოკერში შევჩენკოს და რონალდოს მოუგო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რაფაელ ნადალმა პოკერში შევჩენკოს და რონალდოს მოუგო

მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ესპანელ რაფაელ ნადალს, გოლფის გარდა, კიდევ ერთი გატაცება აქვს - ეს არის პოკერი. ამ დღეებში "დიდი სლემის" ტურნირების 12-გზის ჩემპიონმა საქველმოქმედო ტურნირი მოიგო, თანაც, დაამარცხა ლეგენდარული ფეხბურთელები - ბრაზილიელი რონალდო და უკრაინელი ანდრეი შევჩენკო.

ნადალის, შევჩენკოსა და რონალდოს გარდა, მინი-ტურნირში მონაწილეობა მიიღო პოკერის ცნობილმა მოთამაშემ დანიელ ნეგრეანუმ, სამთო თხილამურებში ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, იტალიელმა ალბერტო ტომბამ და ბალახის ჰოკეიში მსოფლიოს ჩემპიონმა, ჰოლანდიელმა ფატიმა მორეირო დე მელამ.

სწორედ ამ უკანასკნელს შეხვდა ნადალი ფინალში და გამარჯვებას მიაღწია. ესპანელმა 50 ათასი ევრო დაიმსახურა. თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე