loader

შს სამინისტროს თანამშრომელმა მე-11 რეკორდი დაამყარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შს სამინისტროს თანამშრომელმა მე-11 რეკორდი დაამყარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა იოსებ ხუციშვილმა ცალ ხელზე 21-კილოგრამიანი ტვირთით წოლბჯენში 46 აზიდვა შეასრულა და მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონის, ბრიტანელი პედი დოილის მიერ დამყარებული რეკორდი - 18-კილოგრამიანი ტვირთით 31 აზიდვა გააუმჯობესა.

იოსებ ხუციშვილს მსოფლიოს 10 სხვადასხვა რეკორდი აქვს დამყარებული. ამასთანავე, წელს ქალაქ ბელფასტში გამართულ "მსოფლიო პოლიციის და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადაზე" მან თავისუფალ ჭიდაობაში იასპარეზა, ფინალში პერუელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

იოსებ ხუციშვილის რეკორდის დამყარების პროცესს საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრნენ და ახალი რეკორდი ადგილზე დააფიქსირეს. იოსებ ხუციშვილის მიერ რეკორდის დამყარება საქართველოს რეკორდების ფედერაციის ინტერნეტ-მაუწყებლობის, "GRF TV"-ის საშუალებით პირდაპირ ეთერში გადაიცა.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე