loader

ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი ეუსებიო გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი ეუსებიო გარდაიცვალა

მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, მეტსახელად "შავი ავაზა", ლეგენდარული პორტუგალიელი - ეუსებიო 4 იანვარს ღამით 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. "ბენფიკასა" და პორტგალიის ნაკრების ყოფილ ფორვარდს გული აწუხებდა.

ეუსებიომ კარიერა 15 წლის ასაკში "სპორტინგში" დაიწყო, საიდანაც "ბენფიკაში" გადავიდა, სადაც 15 წლის მანძილზე თამაშობდა. ეუსებიო პორტუგალიის ჩემპიონი 11-ჯერ გახდა, ხოლო ვიცე-ჩემპიონი - სამჯერ. "ბენფიკასთან" ერთად ეუსებიომ ერთხელ ჩემპიონთა თასი მოიგო, ხოლო თასის ფინალში სულ სამჯერ გავიდა.

1966 წელს ლეგენდარულმა ფეხბურთელმა პორტუგალიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოაპოვებინა და 9 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო ერთი წლით ადრე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

www.sportall.ge