loader

ლი ნამ ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლი ნამ ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო

ჩინელმა ჩოგბურთელმა ლი ნამ ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში სლოვაკ დომინიკა ციბულკოვას ანგარიშით 7:6, 6:0 სძლია და სეზონში პირველი "დიდი სლემიის" ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ნამ სასტარტო სეტი ტაი-ბრეიკით მოიგო, შემდეგ კი პრობლემები აღარ შექმნია. შეხვედრამ საათსა და 37 წუთს გასტანა.

"ვულოცავ ციბულკოვას ტურნირის კარგად ჩატარებას და მას მომავალში წარმატებებს ვუსურვებ, - თქვა ჩინელმა ჩოგბურთელმა დაჯილდოვების ცერემონიალზე. - მადლობელი ვარ ჩემი აგენტის, რომელიც მამდიდრებს. მადლობელი ვარ ჩემი ფიზიოთერაპევტის, რომელიც მეხმარება ტრავმების თავიდან არიდებაში. მივულოცავ ჩემს მეუღლეს, რომელიც ჩემი წარმატებების წყალობით ჩინეთში პოპულარულია. მას უამრავი ვალდებული აქვს - სპარინგ-პარტნიორიცაა, სტრინგერიც და საერთოდ, ბრწყინვალე ადამიანი".

ამრიგად, ლიმ კარიერაში მეორე "დიდი სლემი" მოიგო. ავსტრალიაში გამარჯვება მას საპრიზო თანხად 2 მლნ 308 ათას დოლარსა და რეიტინგში 2000 ქულას მოუტანს.

www.sportall.ge