loader

ქართველი ოლიმპიელების ვარჯიში იტალიურ ალპებში - ტელეკომპანია Вести-ს სიუჟეტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი ოლიმპიელების ვარჯიში იტალიურ ალპებში - ტელეკომპანია Вести-ს სიუჟეტი

რუსულმა ტელეკომპანია Вести-მ ქართველ ოლიმპიელებზე თებერვლის დასაწყისში რეპორტაჟი მოამზადა. კორესპონდენტი საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს იტალიის ალპებში ესტუმრა, სადაც ისინი წინასაოლიმპიადო მომზადებას დეკემბრის თვიდან გადიოდნენ.

სიუჟეტი წამყვანმა შემდეგი ტექსტით წარადგინა: "სოჭის ოლიმპიადის გახსნამდე სულ ცოტა დრო რჩება. მთელი მსოფლიოს სპორტსმენები ემზადებიან ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის. მათ შორისაა საქართველოს ნაკრები, რომლის ნახვაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს - მიხეილ სააკაშვილს სოჭში არ სურდა".

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ძირითადი შემადგენლობა სოჭში უკვე გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენები – ნინო წიკლაური, იასონ აბრამაშვილი, ალექსი ბენიაიძე; ოლიმპიური კომიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები. მოციგურავე ელენე გედევანიშვილი კი სოჭში კანადიდან, 14 თებერვალს ჩაფრინდება.