loader

"მფრინავი იაპონელი" მოციგურავის ორი მარცხი და ოქროს მედალი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მფრინავი იაპონელი" მოციგურავის ორი მარცხი და ოქროს მედალი

14 თებერვალს სოჭის ოლიმპიადაზე ფიგურულ სრიალში მამაკაცთა შორის თავისუფალი პროგრამა გაიმართა. ყინულზე 24 მოციგურავე გამოვიდა. მათ შორის ყველაზე დიდი ინტრესი იაპონელი იუზურუ ჰანიუს და კანადელი პატრიკ ჩანისკენ იყო მიმართული, ვინაიდან მათ შორის უნდა გადაწყვეტილიყო ოქროს მედალოსანის ვინაობა.

იუზურუმ წინა დღეს მოკლე პროგრამაში არაჩვეულებრივად ისრიალა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა 101.45 ქულით. ამიტომ დიდი იყო მოლოდინი რომ ის ამჯერადაც შთამბეჭდავად გამოვიდოდა. თუმცა სპორტსმენი ყინულზე ორჯერ დაეცა. იაპონელმა ჟიურისგან 178.64 ქულა დაიმსახურა და ჯამში 280.09 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

პატრიკ ჩანი მოკლე პროგრამის შემდეგ სულ რაღაც 4 ქულით ჩამორჩებოდა იაპონელს. კანადელმა კარგად დაიწყო, თუმცა მანაც დაუშვა შეცდომები და ერთ-ერთი ბრუნვის შესრულებისას დაეცა. პატრიკმა 178.10 ქულა დაიმსახურა და 275.62 ქულით მეორე ადგილზე გამყარდა. რაც შეეხება მესამე ადგილს, ის ყველასათვის მოულოდნელად ყაზახმა მოციგურავემ დენის ტენმა დაიკავა.

ასევე იხილეთ: "მფრინავი" იაპონელი მოციგურავის შთამბეჭდავი სრიალი და ახალი მსოფლიო რეკორდი