loader

ამერიკელებმა სპორტულ ცეკვებში ოქროს მედალი პირველად მოიპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამერიკელებმა სპორტულ ცეკვებში ოქროს მედალი პირველად მოიპოვეს

სპორტულ ცეკვებში, პრაქტიკულად, წინასწარ იყო ცნობილი, რომ ოქროს მედლებს ჩრდილოამერიკული დუეტები გაითამაშებდნენ. ესენი იყვნენ ბოლო წლების მუდმივი კონკურენტები: ამერიკელები - მერილ დევისი და ჩარლი უაიტი და კანადელები - ტესა ვირტუ და სკოტ მორი.

მოკლე პროგრამის შესრულების შემდეგ ამერიკული დუეტი დაწინაურდა. დევისმა და უაიტმა უშეცდომოდ შეასრულეს მოკლე პროგრამა, სხვა წყვილების მიმართ კი მსაჯებს პრეტენზიები ჰქონდათ, მათ შორის, ვირტუსა და მორის მისამართითაც.

თავისუფალ პროგრამაში კი ამერიკელთა კონკურენტებმა სიტუაციის გამოსწორება სცადეს: პირადი რეკორდი დაამყარეს ფრანგებმა ნატალი პეშალამ და ფაბიან ბურზამ, სეზონში საუკეთესო გამოსვლა აჩვენეს ვირტუმ და მოირმა, ასევე არაჩვეულებრივად გამოვიდნენ რუსები - ელენა ილინიხი და ნიკიტა კატსალაპოვი, მაგრამ ოქრო მაინც ამერიკელებს დარჩათ.

დევისმა და უაიტმა მსოფლიო რეკორდით მოიპოვეს კარიერაში პირველი ოქრო. ახლა ამერიკულ და კანადურ დუეტებს აბსოლუტური ფრე აქვთ: ორ-ორი ოქრო მსოფლიოს ჩემპიონატებზე და თითო - ოლიმპიადებზე.

www.sportall.ge