loader

სოჭის ოლიმპადის დახურვის ცერემონიაზე ერთი რგოლი კვლავ არ "გაიხსნა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოჭის ოლიმპადის დახურვის ცერემონიაზე ერთი რგოლი კვლავ არ "გაიხსნა"

სოჭის ზამთრის ოლიმპადის დახურვის ცერემონიაზე მოცეკვავეებმა სიმბოლურად ოლიმპიადის სიმბოლო - 5 რგოლი გამოსახეს. შთამბეჭდავი და საინტერესი იყო ის ფაქტი, რომ რგოლების გამოსახვის დროს ერთი მათგანი კვლავ არ "გაიხსნა", უფრო ზუსტად კი, გვიან "გაიხსნა".

სოჭის ზამთრის ოლიმპიადაში, საერთო გუნდურ ჩათვლაში გამარჯვება რუსეთის ნაკრებმა მოიპოვა. რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ნაკრებმა ოლიმპიურ თამაშებში რეკორდი მოხსნა და მთლიანობაში 33 მედალი მოიპოვა, რომელთაგან 13 ოქროს, 11 ვერცხლის და 9 ბრინჯაოსია.

მთლიანობაში, სოჭის ოლიმპიადაზე მედლების მფლობელები გახდნენ სპორტსმენები 26 ქვეყნიდან, კერძოდ, რიგითობის მიხედვით ქვეყნების ჩამონათვალი ადგილების მიხედვით ამგვარად გამოიყურება: 1 – რუსეთი, 2. ნორვეგია, 3. კანადა, 4. აშშ, 5. ნიდერლანდები, 6. გერმანია, 7. შვეიცარია, 8. ბელორუსი, 9. ავსტრია, 10. საფრანგეთი, 11. პოლონეთი, 12. ჩინეთი, 13. სამხრეთ კორეა, 14. შვედეთი, 15 ჩეხეთი, 16. სლოვენია, 17. იაპონია, 18. ფინეთი, 19. დიდი ბრიტანეთი, 20. უკრაინა, 21. სლოვაკეთი, 22. იტალია, 23. ლატვია, 24. ავსტრალია, 25. ხორვატია, 26. ყაზახეთი.

იხილეთ ასევე: ექსცესი სოჭის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე - ოლიმპადის სიმბოლოს ერთი რგოლი არ გაიხსნა

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე