loader

კომპიუტერული თამაშების მარათონის, Game Jam-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კომპიუტერული თამაშების მარათონის, Game Jam-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

"ექსპო ჯორჯიას" საგამოფენო ცენტრში კომპიუტერული თამაშების პირველი მარათონის, Game Jam-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. მარათონის გამარჯვებული ჯგუფი "ბაზინგა" გახდა. მეორე ადგილი ჯგუფმა "ასტრალმა" დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ჯგუფი "აიჩე" გავიდა.

საქართველოში კომპიუტერული თამაშების მარათონი Game Jam-ი პირველად ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში ჰაკათონის ტიპის კონკურსი ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც 10 გუნდი კონკრეტული თამაშების პროტოტიპების შექმნაში შეეჯიბრა ერთმანეთს. ჰაკერული მარათონის პარალელურად, გაიმართა სესიები კომპიუტერული თამაშების სფეროში დასაქმებული ადამიანების მიერ. ასევე, წარმოდგენილი იყო კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიაში პერსპექტიული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შოუ-რუმი და სხვა საინტერესო ღონისძიებები.

Game Jam-ი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება და ყველაზე დიდი მოვლენაა კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიაში. საქართველო მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე ფესტივალს სამდღიანი ღონისძიებით შეუერთდა.

ღონისძიების მხარდამჭერი და ორგანიზატორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტი იყო. მარათონის ორგანიზატორები იყვნენ ასევე: IGDA Georgia (კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია), CG Georgia, ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი, Stormbringer Studios, ინტერაქტიული აპლიკაციების ლაბორატორია, Jok Entertainers და Jump of Fall.