loader

2:0 - საქართველოს ნაკრებმა ლიხტენშტაინი დაამარცხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

2:0 - საქართველოს ნაკრებმა ლიხტენშტაინი დაამარცხა

5 მარტს საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგური მატჩი ლიხტენშტაინის ნაკრებთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა, რითაც 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ თემურ ქეცბაიას ნაკრები მოედანზე ახალი, თეთრ-ლურჯი ფერის ფორმით წარსდგა, კაპიტნის სამკლავურით კი გუნდს მოედანზე ჯაბა კანკავა გაუძღვა.

თამაში მასპინძლების სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა და სულ მალე საქართველოს ეროვნულ გუნდში დებიუტი გოლით აღნიშნა გიორგი ჭანტურიამ - 1:0.

მეორე ტაიმში თემურ ქეცბაიამ შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა. ქართველმა ფეხბურთელებმა მატჩის მეორე ნახევარი უფრო სუსტად ჩაატარეს, თუმცა გოლის გატანა მაინც შეძლეს.

75-ე წუთზე ყაზაიშვილის კარგი პასის შემდეგ სტუმართა მცველმა საჯარიმოში ოქრიაშვილთან ორთაბრძოლისას წესები დაარღვია, რისთვისაც მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა. ჯანო ანანიძემ ლიხტენშტაინელთა მეკარეს შანსი არ დაუტოვა - 2:0.

მატჩის მიწურულს სადებიუტო მატჩის გოლით აღნიშნვის კარგი შანსი ბაჩანა ცხადაძეს მიეცა - მარცხენა ფლანგიდან ლადო დვალიშვილის გამჭოლ პასს ბაქოს "ინტერის" ფორვარდმა ფეხი კი შეაგება, მაგრამ დარტყმა არაზუსტი გამოვიდა.

საბოლოოდ მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით - ანგარიშით 2:0 დასრულდა.

www.sportall.ge