loader

გაზეთი "ლელო" საუკეთესო ქართველი სპორტსმენი ქალისა და მამაკაცის გამოსავლენად გამოკითხვას ატარებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაზეთი "ლელო" საუკეთესო ქართველი სპორტსმენი ქალისა და მამაკაცის გამოსავლენად გამოკითხვას ატარებს

სპორტული გაზეთი "ლელო" 80 წლის ხდება, გაზეთი იუბილეს 26 აპრილს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან 80 წლის განმავლობაში საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი ქალი და მამაკაცი. გამარჯვებულებს გამოკითხვა გამოავლენს, რომელიც ვებგვერდ www.sportall.ge-ზე მიმდინარეობს. გამოკითხვა 31 მარტს დაიწყო და 20 აპრილს შეწყდება.

სპორტული გაზეთი "ლელო" 1934 წელს გამოვიდა და ერთ-ერთი უძველესი სპორტული გაზეთია ევროპის მასშტაბით.