loader

საუკეთესო სპორტსმენები "ლელოს" გამოკითხვაში - რა არის ნინო სალუქვაძის მთავარი გამარჯვება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საუკეთესო სპორტსმენები "ლელოს" გამოკითხვაში - რა არის ნინო სალუქვაძის მთავარი გამარჯვება

ყველაზე პოპულარული სპორტული გაზეთი "ლელო"  26 აპრილს 80 წლის ხდება. 1934 წელს გაზეთის პირველი ნომერი გამოვიდა, დღეს კი "ლელო", ევროპის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე ძველი სპორტული გამოცემაა. სიმბოლურად, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, "ლელო" 80 წლის განმავლობაში საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი ქალისა და მამაკაცის გამოსავლენად გამოკითხვას ატარებს. გამოკითხვაში მონაწილეობას სპორტის მოყვარულები sportall.ge-ზე 20 აპრილამდე შეძლებენ.

ერთ-ერთი წარმატებული სპორტსმენი ქალი, რომელიც გამოკითხვაში ლიდერთა შორისაა, ნინო სალუქვაძეა. ცნობილი მსროლელი ქალი ამ სფეროში დღესაც აქტიურად მოღვაწეობს. უამრავი დიპლომი, მოხსნილი რეკორდები და ყველაზე დასამახსოვრებელი წუთები - ნინო სალუქვაძის კარიერა უამრავ წარმატებას ითვლის.