loader

უძლეველი ქართველი ფალავანი - რომან რურუა "ლელოს" გამოკითხვაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უძლეველი ქართველი ფალავანი - რომან რურუა "ლელოს" გამოკითხვაში

ყველაზე პოპულარული სპორტული გაზეთი "ლელო" 26 აპრილს 80 წლის ხდება. სიმბოლურად, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, "ლელო" 80 წლის განმავლობაში საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი ქალისა და მამაკაცის გამოსავლენად გამოკითხვას ატარებს. გამოკითხვაში მონაწილეობას სპორტის მოყვარულები sportall.ge-ზე 20 აპრილამდე შეძლებენ.

მოჭიდავე რომან რურუა გაზეთ " ლელოს გამოკითხვაში "საქართვერლოს საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენის კანდიდატურაზე, ერთ-ერთი ლიდერია. ოლიმპიური ჩემპიონი, ოთხზის მსოფლიო ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის 3-გზის ჩემპიონი - ეს უძლეველი ქართველი ფალავანის ტიტულების არასრული ჩამონათვალია. საქართველოს ნომერ პირველი მოჭიდავე სპორტული კარიერის დაწყებას გაზეთ "ლელოს" უკავშირებს.

სიუჟეტში გამოყენებულია კადრები "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დოკუმენტური სერიიდან - "ერთი ჩემპიონის ისტორია"

ასევე იხილეთ: საუკეთესო სპორტსმენები "ლელოს" გამოკითხვაში - რა არის ნინო სალუქვაძის მთავარი გამარჯვება