loader

"დედოფალი ნონა" - ქართული ჭადრაკის ლეგენდა "ლელოს" გამოკითხვაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დედოფალი ნონა" - ქართული ჭადრაკის ლეგენდა "ლელოს" გამოკითხვაში

სპორტული გაზეთი "ლელო" 80 წლის იუბილესთვის ემზადება. ამ თარიღთან დაკავშირებით, გაზეთი 80 წლის განმავლობაში საქართველოს საუკეთესო ქალ და მამაკაც სპორტსმენებს გამოავლენს. ვებგვერდ sportall.ge-ზე მიმდინარე გამოკითხვის პირველი ეტაპი დასრულდა, რის შემდეგაც 5-5 საუკეთესო ქალი და მამაკაცი სპორტსმენი გამოვლინდა.

ქალ სპორტსმენთა შორის ერთ-ერთი ლიდერი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილია. მრავალგზის - საქართველოს, ხუთგზის - მსოფლიოს, თერთმეტგზის - ოლიმპიური, ხუთგზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის პირველი მფლობელი გაზეთ "ლელოს" იუბილეს ულოცავს და მიღწეულ წარმატებებს იხსენებს.