loader

ბარაკ ობამამ რობოტთან ფეხბურთი ითამაშა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბარაკ ობამამ რობოტთან ფეხბურთი ითამაშა

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა იაპონიაში ვიზიტისას ტოკიოს მეცნიერებისა და ტექნიკის ეროვნულ მუზეუმს ესტუმრა, სადაც რობოტ-ჰუმანოიდ ASIMO-სთან ფეხბურთი ითამაშა.

Honda-ს მიერ შექმნილი რობოტი ობამას წარუდგა და პრეზიდენტს აჩვენა, თუ როგორ სწრაფად შეუძლია სირბილი. რობოტმა კიდევ ერთი უნარი - ფეხბურთის თამაში წარმოადგინა და ობამას მიმართულებით ბურთს დაარტყა.

დემონსტრაციის დროს ამერიკის პრეზიდენტი კმაყოფილი ჩანდა, მაგრამ მოგვიანებით აღიარა, რომ იაპონურმა რობოტმა-ჰუმანოიდმა შეაშინა. ობამას თქმით, ASIMO ცოტა საშინელია, რადგან ნამდვილ ადამიანს ძალიან ჰგავს".