loader

ქართველი ფეხბურთელის სტამბოლში დაკავების კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი ფეხბურთელის სტამბოლში დაკავების კადრები

სტამბოლის აეროპორტში ქართველი ფეხბურთელი, 16-წლამდე ნაკრების წევრი დააკავეს.

როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში განაცხადეს, ინციდენტი გუშინ მოხდა, როდესაც ნაკრები მაკედონიიდან საქართველოში, თურქეთის გავლით ბრუნდებოდა.

"ფეხბურთელი ბორტგამცილებელს გაეხუმრა, რომ მას თან ჰქონდა ე.წ. "საათი ბომბი". ეს იყო ხუმრობა, ცხადია, თუმცა პილოტმა გადაწყვიტა, პოლიციისთვის ეცნობებინა. თვითმფრინავი დაცალეს და რეისი სამი საათის დაგვიანებით განხორციელდა. ფეხბურთელი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. იგი დაკითხვის შემდეგ, დაახლოებით 1 საათში, ყოველგვარი ჯარიმის გარეშე გაათავისუფლეს", - განაცხადეს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურში.

დაკავებული ქართველი ფეხბურთელის გათავისუფლებაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს საელჩო თურქეთში და ფეხბურთის ფედერაცია. ფეხბურთელის ვინაობა არ სახელდება, ვინაიდან იგი არასრულწლოვანია. ნაკრები საქართველოში უკვე დაბრუნდა, ხოლო გუშინ დაკავებული ფეხბურთელი, მენეჯერთან ერთად, ქვეყანაში დღეს დაბრუნდება.

საქართველოს 16-წლამდე ნაკრები (1998 წელს დაბადებულები) მაკედონიაში, "Development Cup"-ის გათამაშებაზე იმყოფებოდა.