loader

დრიფტი თბილისში: როგორ "წვავენ" ადრენალინს ქართველი ექსტრემალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დრიფტი თბილისში: როგორ "წვავენ" ადრენალინს ქართველი ექსტრემალები

მათვის, ვისაც ექსტრიმი და ექსტრემალური სანახაობა იტაცებს, დრიფტი ადრენალინის დაწვის საუკეთესო საშუალებაა. გართობა და სანახაობა კარგია, მაგრამ უსაფრთხოება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი. ამ სპორტს თბილისში მოყვარული მიმდევრებიც ჰყავს, რომლებიც უსაფრთხოების ნორმებს არ იცავენ და თბილისის ქუჩებში საკუთარ თავს და რიგით მძღოლებსაც უქმნიან საფრთხეს.

თუმცა, "BMW Club Georgia" იმ მრბოლელებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც საკუთარი სიამოვნებისთვის სხვის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნიან. როგორც კლუბის ერთ-ერთი წევრი გიგი ტუღუში გვეუბნება, კლუბში 100-მდე წევრია. თუ რომელიმე მათგანი ხალხმრავალ ქუჩებში არალეგალურ დრიფტში იქნება შემჩნეული, კლუბიდან დაუყოვნებლივ გაირიცხება. კლუბის წევრები ძირითადად დიღომში იკრიბებიან და მათი ყურება მართლაც, რომ სასიამოვნო სანახაობაა.

ავტორი: მაკა ქობალია

ასევე იხილეთ:

თბილისის ქუჩებში გიჟურმა რბოლამ ბრიტანელი ჟურნალისტების ყურადღება მიიპყრო

გაცოფებული პატრული VS თავზეხელაღებული ქუთაისელი მძღოლი

Drift in Tbilisi – Georgian extreme to burn adrenaline - Watch the video on georgianews.ge