loader

ბრაზილიაში მეკარე ფეხის დაკარგვის შემდეგაც ფეხბურთს თამაშობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრაზილიაში მეკარე ფეხის დაკარგვის შემდეგაც ფეხბურთს თამაშობს

37 წლის ბრაზილიელ მეკარე ალექსანდრ ტოლედოს ფეხბურთი იმდენად უყვარს, რომ თამაშს ფეხის დაკარგვის შემდეგაც აგრძელებს.

უბედური შემთხვევა 18 წლის წინ მოხდა. ალექსანდრი ავარიაში მოყვა, როდესაც მოტოციკლით მიდიოდა. ერთი ფეხი სერიოზულად დაუზიანდა და ექიმებმა მისი ამპუტაცია შესთავაზეს. ფეხბურთელი დათანხმდა, მაგრამ საკუთარ თავს შეჰპირდა, რომ რამდენადაც შესაძლებელი იყო, ჩვეულებრივ ცხოვრებას გააგრძელებდა.  ამიტომ არც ალექსანდრ ტოლედოს და არც სან-პაულუს საფეხბურთო კლუბის მის თანაგუნდელებს აზრად არ მოსვლიათ, რომ მისთვის ფეხბურთის მიტოვება აუცილებელია.

ალექსანდრი ვარჯიშზე ყოველ შაბათს დადის. იგი ამბობს, რომ თამაში სტრესის მოხსნაში, თვითშეფასების ამაღლებასა და მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებაში ეხმარება.