loader

თავზეხელაღებული ექსტრემალის ფრენა ცათამბჯენებს შორის დიდი სისწრაფით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თავზეხელაღებული ექსტრემალის ფრენა ცათამბჯენებს შორის დიდი სისწრაფით

ბეისჯამპერებს გართობის ახალი სახეობა - დიდი სისწრაფით ცათამბჯენებს შორის ფრენა აქვთ. გართობების სია ჩილელმა სებასტიან ალვარესმა გნაახლა, რომელიც ბეისჯამპინგით პროფესიულადაა დაკავებული. მან ამჯერად არა უბრალოდ ქვევით გადახტომა, არამედ ცათამბჯენებს შორის ჩიტივით ფრენა გადაწყვიტა.

ჩანაფიქრის განსახორციელებლად მან მშობლიური ქალაქის - რენაკას სანაპიროზე ორი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აირჩია, რომლებიც ერთმანეთისგან 12 მეტრითაა დაშორებული.

ვიწრო საჰაერო გასასვლელში რომ მოხვედრილიყო, მეგობრებს ალვარესის გადაგდება დაახლოებით 800 მეტრი სიმაღლიდან, მფრინავი პარაპლანიდან მოუწიათ. შემდეგ კი ფრთიან კოსტიუმ Vampire 4-ში გამოწყობილმა შესანიშნავი მანევრირებით დიდი სისწრაფით გზა გაიკვლია.