loader

მესი ყატარის ტელეკომის სახე გახდა - შთამბეჭდავი ვიდეო ფეხბურთელის მონაწილეობით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მესი ყატარის ტელეკომის სახე გახდა - შთამბეჭდავი ვიდეო ფეხბურთელის მონაწილეობით

ყატარის მობილურმა ოპერატორმა და პროვაიდერმა Ooredoo-მ  პირველი გლობალური საკომუნიკაციო კამპანია გაუშვა. ბრენდის ელჩი ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა.

კამპანია "უბრალოდ სასწაული აკეთე" აზიის, ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ფეხბურთის გულშემატკივრებზეა ორიენტირებული. იგი ინტერნეტს და სოციალურ ქსელს მოიცავს.

მომხმარებლებს სთავაზობენ, ქუჩის ფეხბურთში საკუთარი ოსტატობა გადაიღონ და ვიდეო Instagram-ში გამოაქვეყნონ. საუკეთესო ვიდეოს ავტორი ბარსელონაში სპორტსმენს შეხვდება.