loader

"უკანასკნელი თამაში" - ანიმაციური ფილმი ფეხბურთის ვარსკვლავების მონაწილეობით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უკანასკნელი თამაში" - ანიმაციური ფილმი ფეხბურთის ვარსკვლავების მონაწილეობით

ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სამი დღით ადრე Nike-მა სერიიდან "გარისკე ყველაფერი" ვიდეორგოლი გამოუშვა. ვიდეოში მოთხრობილია ფეხბურთის გენიოსებზე, რომლებსაც არ ეშინიათ გარისკვის და გამარჯვების გამო ყველაფერზე მიდიან.

ფილმის მთავარი გმირი მეცნიერია, რომელიც თამაშების ანალიზს წლების განმავლობაში აკეთებს. მას არ მოსწონს რონალდოს, იბრაჰიმოვიჩის და ნეიმარის თამაშის სტილი. ამიტომ გადაწყვეტს კლონების შექმნას, რომლებიც უნაკლოები იქნებიან.

"სიმტკიცე და რისკი ფეხბურთისთვის აუცილებელია. წარმოიდგინეთ მსოფლიო არაჩვეულებრივი კრიშტიანუ რონალდუს, ზლატანის აკრობატიკის ან ნეიმარის საოცრებების გარეშე. "უკანასკნელი თამაშის" საფინალო 90 წამი გვაჩვენებს, რომ დიდებულად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ერთი საფეხბურთო სტილი - კრეატიული და რისკით აღსავსე. ეს ის არის, რასაც გვიამბობს კამპანია "გარისკე ყველაფრით", - ამბობს Nike-ის მარკეტინგული დირექტორი დევიდ გრასო.