loader

მესიმ ფანტასტიკური გოლი ირანის ნაკრებს 91-ე წუთზე გაუტანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მესიმ ფანტასტიკური გოლი ირანის ნაკრებს 91-ე წუთზე გაუტანა

21 ივნისს, ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე F ჯგუფის II ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც არგენტინის ნაკრები ირანის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და მორიგი გამარჯვება იზეიმა - 1:0.

ალეხანდრო საბელიას გუნდმა მეტოქეს მსაჯის მიერ დამატებულ დროში, ლიონელ მესის გოლის წყალობით სძლია.

არადა, გულშემატკივრები და სპეციალისტები შეხვედრის წინ უპირობო ფავორიტად არგენტინას მიიჩნევდნენ - სხვა რომ არაფერი, სამხრეთამერიკელები ფიფას მსოფლიოს რეიტინგში მეხუთე ადგილს იკავებენ, როდესაც ირანი - 43-ეა. მაგრამ მოედანზე ისეთი ბრძოლა გაჩაღდა, არგენტინის ნაკრებს მატჩის ბოლო წუთებამდე სანერვიულო არ მოჰკლებია.

ბელუ-ორიზონტეში გამართული შეხვედრის ბედი მესიმ კომპენსირებულ დროში გადაწყვიტა - "ოქროს ბურთის" ოთხგზის მფლობელმა ბურთი მეტოქის საჯარიმოსთან მიიღო, ჩამოიცილა ირანელი მცველი და მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში გადაგზავნა.

რა გასაკვირია, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელი დასახელდა.

ამრიგად, არგენტინამ ჯგუფის მეორე მატჩიც მოიგო და 6 ქულას მოუყარა თავი. ჯგუფში მეორე ტურის მეორე მატჩი ნიგერიასა და ბოსნია-ჰერცოგოვინას შორის მოგვიანებით გაიმართება.

www.sportall.ge