loader

"მოშორდით უკრაინას!" - მაიკ ტაისონი რუს რეპორტიორებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოშორდით უკრაინას!" - მაიკ ტაისონი რუს რეპორტიორებს

ცნობილმა ამერიკელმა მოკრივემ, მაიკ ტაისონმა უკრაინას მხარდაჭერა თავისებურად გამოუცხადა. ეს აპრილში, ნიუ იორკში, Tribeca Film Festival-ზე მოხდა, სადაც ტაისონი ცოლთან ერთად მის ცხოვრებაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაციას დაესწრო.

წითელ ხალიჩაზე მიმავალი ტაისონი რუს რეპორტიორებთან შეყოვნდა და მათ ხმამაღლა მიმართა: "მოშორდით უკრაინას!" ("Get out of Ukraine!"). ამის შემდეგ მაიკმა გზა გააგრძელა.

ფაქტის ამსახველი ვიდეო უკრაინულმა საიტებმა ახლახან გაავრცელეს.