loader

"ეს სიტყვები პუტინის სისხლიან რეჟიმს ეხებოდა" - დიმა ობოლაძემ ბოდიში მოიხადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს სიტყვები პუტინის სისხლიან რეჟიმს ეხებოდა" - დიმა ობოლაძემ ბოდიში მოიხადა

ერთი კვირის წინ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "სხვა შუადღის" წამყვანებმა პირდაპირ ეთერში მწუხარება გამოთქვეს მალაიზიური თვითმფრინავის კატასტროფის გამო და ამ ფაქტზე საკუთარი პოზიცია გამოხატეს.

ტრადიციულად, განსაკუთრებით ემოციური იყო დიმა ობოლაძე, რომელმაც აღშფოთება ვერ დამალა და რუსებს ღორები უწოდა. ამის გამო ტელეწამყვანი სოციალურ ქსელებსა და მედიაში მრავალი ადამიანის კრიტიკის ობიექტად იქცა. რამდენიმე დღის შემდეგ, "კურიერის" სპორტული ბლოკის დაწყებამდე, დიმა ობოლაძემ მაყურებელს ბოდიში მოუხადა და დასძინა, რომ მისი სიტყვები მხოლოდ პუტინის რეჟიმს და მის მხარდამჭერებს ეხებოდა.

ასევე იხილეთ: "რუსეთი ღორების ქვეყანაა!" - დიმა ობოლაძემ პირდაპირ ეთერში ემოციები ვერ შეიკავა