loader

პუტინი რინგიდან ჩამოვარდნილ რუს სპორტსმენს წამოდგომაში დაეხმარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პუტინი რინგიდან ჩამოვარდნილ რუს სპორტსმენს წამოდგომაში დაეხმარა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭში საბრძოლო ორთაბრძოლის საერთაშორისო ტურნირზე რინგიდან ჩამოვარდნილ რუს სპორტსმენს წამოდგომაში დაეხმარა.

ამერიკელ ჯორდან სმიტსა და რუს ანატოლი ტოკოვს შორის შერკინების დასაწყისში სამბისტები რინგიდან გადმოვარდნენ. პუტინი ადგილიდან წამოხტა და ტოკოვს ფეხზე წამოდგომაში დაეხმარა. შერკინების ბოლოს მსაჯებმა ქულებით რუს სპორტსმენს გამარჯვება ერთხმად მიანიჭეს.

ტურნირი 9 აგვისტოს გაიმართა. ბრძოლებს რუსეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან - ილჰამ ალიევსა და სერჟ სარქისიანთან ერთად ადევნებდა თვალს.