loader

"სასკო" უმაღლეს ლიგაში მოსახვედრად ბრძოლას იწყებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სასკო" უმაღლეს ლიგაში მოსახვედრად ბრძოლას იწყებს

საფეხბურთო გუნდი "სასკო" განახლებული შემადგენლობით, უმაღლეს ლიგაში მოსახვედრად ბრძოლას იწყებს. როგორც "ლელოს" პრესკლუბში "სასკოს" ხელმძღვანელმა გიორგი შანიძემ განაცხადა, გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებებია. კერძოდ, "სასკოს" 11 ახალი ფეხბურთელი ჰყავს სხვადასხვა გუნდებიდან. მათ შორის პირველი ლიგის "სასკოში" დაიმატეს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი წევრები - ბექა გოცირიძე, რატი წინამძღვრიშვილი, ედიკ საჯაია, დავით დიღმელაშვილი, დათო ლეგაშვილი, ალეკო ადამია, თორნიკე სტეფნიაშვილი და უჩა ბურძენაძე, ასევე სხვა გამოცდილი მოთამაშეები - ლექსო ინწკირველი, შოთა ჯიქია, გელა ხუბუა, გიორგი ქუცურუა, ზურაბ ძამსაშვილი.
სერიოზული ცვლილება განხორციელდა გუნდის მმართველობაშიც - მთავარ მწვრთნელად გამოცდილი სპეციალისტი თემურ მახარაძე დაინიშნა.