loader

ავთანდილ ჭრიკიშვილი მსოფლიოს ჩემპიონია! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავთანდილ ჭრიკიშვილი მსოფლიოს ჩემპიონია!

28 აგვისტოს ავთანდილ ჭრიკიშვილმა ჩელიაბინსკში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. 81 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა კანადელი ოლიმპიური პრიზიორი ანტოინ ვალოის-ფორტიერი დაამარცხა.

ჭრიკიშვილმა ტურნირის პირველ წრეში ჩეხ იარომირ მუსილის, მეორეში კი ბელგიელ ევროპის ორგზის პრიზიორ იოახიმ ბოტიეს აჯობა. მერვედფინალში ქართველი იპონით გაუმკლავდა პორტუგალიელ კარლოს ლუზს, მეოთხედფინალში კი იაპონელი ტაკანორი ნაგასე გაფრთხილებებით ჩამოიცილა გზიდან.

ფინალის საგზური ავთომ ტურნირის ნახევარფინალში მსოფლიოს მესამე პრიზიორის, ფრანგი ალაინ შმიტის ძლევით მოიპოვა.

Georgian anthem plays in Russia as Avtandil Tchrikishvili becomes world champion in Judo - Watch the video on georgianews.ge

www.sportall.ge