loader

ფეხბურთელმა დაჯილდოების დროს გონება დაკარგა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფეხბურთელმა დაჯილდოების დროს გონება დაკარგა

ჰოლანდიის ჩემპიონატის გასული წლის საუკეთესო ბომბარდირმა ალფრედ ფინბოგასონმა საუკეთესო ფეხბურთელების დაჯილდოების ცერემონიაზე გონება დაკარგა. როგორც ვიდეოში ჩანს, 25 წლის ისლანდიელი ფეხბურთელი სცენაზე დგომის დროს მოულოდნელად გაფითრდა და სანამ წამყვანი რამეს იღონებდა, დაეცა.

საბედნიეროდ, მალევე მოხერხდა ალფრედის გონზე მოყვანა და მან მაინც შეძლო კუთვნილი ჯილდოს აღება. აღსანიშნავია, რომ ისლანდიელმა 32 მატჩში 29 გოლის გატანა მოახერხა.