loader

რუსმა ფანებმა იტალიაში მატჩის დროს არეულობა მოაწყვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსმა ფანებმა იტალიაში მატჩის დროს არეულობა მოაწყვეს

"რომასა" და ცსკა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩი 72-ე წუთზე შეწყდა. ამის მიზეზი გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება გახდა. როცა "რომა" მეტოქეს ანგარიშით 5:0-ს უგებდა, იტალიელებმა ჟერვინიოს შეცვლა გადაწყვიტეს. ზუსტად ამ დროს ცსკა-ს ქომაგებმა არეულობა დაიწყეს.

რუსებმა პიროტექნიკას მოუკიდეს და იტალიელი გულშემატკივრების მხარეს ისროლეს. შემდეგ რუსი გულშემატკივრები სტიუარდებთან ხელჩართულ ჩხუბში ჩაერთვნენ. მატჩი რამდენიმე წუთი გაჩერებული იყო, თუმცა შემდეგ განახლდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთი რუსი გულშემატკივარი დააკავეს სტიუარდზე თავდასხმის გამო.

შეგახსენებთ, რომ "რომამ" ცსკა შინ ანგარიშით 5:1 გაანადგურა.

www.sportall.ge