loader

ტრაგიკული რბოლა: "ფორმულა 1"-ის პილოტი ტრაქტორს შეუვარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრაგიკული რბოლა: "ფორმულა 1"-ის პილოტი ტრაქტორს შეუვარდა

იაპონიის გრან-პრის 43-ე წრეზე ტრასიდან გადავარდა ადრიან სუტილი. ბარიერთან შეჯახება ძლიერი გამოვიდა, მაგრამ გერმანელმა დამოუკიდებლად დატოვა ბოლიდი და დაზიანებებს გადაურჩა. რბოლის მომსახურე პერსონალმა სუტილის "ზაუბერის" ევაკუაცია დაიწყო, მაგრამ შემდეგ წრეზე იმავე ადგილას ტრასის მიღმა აღმოჩნდა ბიანკი. ფრანგის "მარუსია" ტრაქტორს შეეჯახა, რომელმაც სწორედ იმ მომენტში სუტილის მანქანა ასწია ჰაერში.

შეჯახება ძალიან ძლიერი იყო. რბოლა შეაჩერეს და ტრასაზე სამედიცინო ავტომობილი გამოჩნდა. ბიანკი ჯერ ავტოდრომის სამედიცინო ცენტრში, შემდეგ კი უახლოეს ჰოსპიტალში გადაიყვანეს. საშინელი ავარიის შემდეგ "მარუსიას" პილოტ ჟიულ ბიანკის თავის ტვინის ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა მძიმეა.


www.sportall.ge