loader

ირაკლი ღარიბაშვილმა სამი გოლი გაიტანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ღარიბაშვილმა სამი გოლი გაიტანა

"თბილისისა" და ცხინვალის "ლიახვის" ამხანაგური მატჩი დღეს გორის სტადიონზე გაიმართა და ფრედ, ანგარიშით 4:4 დასრულდა. "თბილისის" შემადგენლობაში პრემიერ-მინისტრთან ერთად მინისტრთა კაბინეტის წევრები თამაშობდნენ. მეორე ტაიმში პრემიერმა ცხინვალის "ლიახვის" შემადგენლობაში ითამაშა, სამი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.

თბილისის" მხრიდან კი, ორი გოლი გიორგი დემეტრაძემ გაიტანა, 1 გოლი – მიხეილ ყაველაშვილმა, 1 – ვალერი ჯელიევის ავტოგოლის შედეგად გავიდა. თუმცა, თავის მხრივ, ჯელიევმა თავის გუნდშიც გამოიჩინა თავი და მეოთხე გოლი "ლიახვში" სწორედ მან გაიტანა.

მატჩის დასასრულს გუნდებმა ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.