loader

BMW-ს კლუბის იუბილე, გრძელფეხება ლამაზმანები და "ოქროს საჭე 2014" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

BMW-ს კლუბის იუბილე, გრძელფეხება ლამაზმანები და "ოქროს საჭე 2014"

14 ნოემბერს "მათე მოტორსის" პავილიონში BMW CLUB GEORGIA-მ 10 წლის იუბილე აღნიშნა. სუპერქარების, სპორტქარებისა და მოტო გამოფენა, Miss Motors International-ის კონკურსი მოდელებს შორის და დრიფტისა და დრაგის 2014 წლის გამარჯვებულის გამოვლენა - ამ და სხვა საინტერესო სიურპრიზებით შეხვდა BMW CLUB GEORGIA მოწვეულ სტუმრებსა და ავტომოყვარულებს.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ჟურნალმა "აუტო ბილდ საქართველომ", რომლის წარმომადგენლებიც კონკურს "ოქროს საჭე 2014"-ის ფარგლებში არსებულ გამოკითხვაში ავტომოყვარულებს BMW-ს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

ავტორები: სალომე შიხაშვილი, გიორგი შეყილაძე