loader

მოხალისეებმა "ფორმულა Е"-ს ბოლიდების საწვავი დალიეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოხალისეებმა "ფორმულა Е"-ს ბოლიდების საწვავი დალიეს

"ფორმულა Е"-ის გუნდის წევრებმა იმის სადემონსტრაციოდ, რომ ნივთიერება, რომელსაც ბოლიდების ელექტროგენერატორებში ასხამენ, სრულიად უვნებელია, სითხე დალიეს. ეს ნივთიერება გლიცერინია. გლიცერინი გასინჯა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმაც, ტესტის მონაწილეების უმრავლესობამ კი "საწვავს" გემრიელიც კი უწოდა.

"ფორმულა Е"-ს ისტორიაში პირველი სეზონი შარშან სექტემბერში, პეკინში დაიწყო. ყველა მონაწილე კონსტრუქციით იდენტურ ბოლიდებს - Spark-Renault SRT 01E იყენებს, რომლებსაც ელექტროძრავი და ბატარეების კომპლექტი აქვს.

"ფორმულა Е"-ს დაწესების მიზანი ელექტრო-სატრანსპორტო საშუალებების კვლევებისა და განვითარებისთვის ლაბორატორიის შექმნის სურვილი გახდა.