loader

"ჩელსის" ფანებმა შავკანიანი მამაკაცი მეტროს ვაგონში არ შეუშვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩელსის" ფანებმა შავკანიანი მამაკაცი მეტროს ვაგონში არ შეუშვეს

პარიზის მეტოში ინგლისის საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" გულშემატკივრებმა შავკანიანი მამაკაცი ვაგონში არ შეუშვეს.

თვითმხილველების გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ცდილობს აფროამერიკელი ვაგონში შესვლას რამდენჯერმე, მაგრამ ყოველ ჯერზე ფანები მას ხელს კრავენ. ამასთან, გულშემატკივრები სკანდირებენ: "ჩვენ რასისტები ვართ და ეს მოგვწონს".

კლუბის გულშემატკივრები საფრანგეთის დედაქალაქს ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში სტუმრობდნენ, სადაც "ჩელსი" "პარი სენ-ჟერმენს" შეხვდა.

ინგლისური კლუბის პრეს-სამსახური შემთხვევას დაუყოვნებლივ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გულშემატკივრებმა, შესაძლოა, საშინაო თამაშებზე დასწრების უფლება დაკარგონ.

"მსგავსი საქციელი გულისამრევია და ადგილი არ უნდა ჰქონდეს არც ფეხბურთში, არც საზოგადოებაში. კლუბი ნებისმიერ სასჯელზე თანახმაა, რომელსაც ინციდენტის მონაწილეები მიიღებენ", - განაცხადეს "ჩელსის" ოფიციალურმა წარმომადგენლებმა.