loader

როგორ გაერთო რონალდუ დაბადების დღეზე - ვიდეო, რომლის გამოქვეყნების გამო ფეხბურთელი სასამართლოში ჩივის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გაერთო რონალდუ დაბადების დღეზე - ვიდეო, რომლის გამოქვეყნების გამო ფეხბურთელი სასამართლოში ჩივის

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ აპირებს, კოლუმბიელ მომღერალ კევინ როლდანს სოციალურ ქსელებში ფეხბურთელის წვეულების ამსახველი ვიდეოსა და ფოტოების გამოქვეყნებისთვის სასამართლოში უჩივლოს.

კრიშტიანუ რონალდუს მეგობრები ფეხბურთელის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ძვირად ღირებულ რესტორანში შეიკრიბნენ, სადაც 4 საათიდან დილის 7 საათამდე ერთობოდნენ.

წვეულება "რეალის" მადრიდის "ატლეტიკოსთან" დამარცხების (0:4) შემდეგ გაიმართა. რონალდუს გარდა, მას "რეალის" ფეხბურთელები: ხამეს როდრიგესი, მარსელო და სამი ჰედირა ესწრებოდნენ. წვეულების გამო რონალდუ გააკრიტიკეს, "რეალმა" კი დააჯარიმა ფეხბურთელები, რომლებიც წვეულებას ესწრებოდნენ.