რუსეთთან შერკინების წინ: ”ერთად ვიმღეროთ საქართველოს ჰიმნი” - რაგბის კავშირის სამოტივაციო ვიდეო
14:19 / 14-03-2015
საქართველოს რაგბის კავშირი ქართული რაგბის ქომაგს 14 მარტს, ვაკის სტადიონზე მისვლისკენ მოუწოდებს. "ბორჯღალოსნები" რაგბის ევროპის ჩემპიონატის მატჩში რუსეთის ნაკრებს უმასპინძლებენ.
ამასთან დაკავშირებით მომზადდა სპეციალური ვიდეორგოლი, რომელიც გულშემატკივრებს სტადიონზე მოსვლისა და საქართველოს ჰიმნის ერთად შესრულებისკენ მოუწოდებს.