loader

ქართულ-რუსული სარაგბო შერკინება: პირველი ტაიმის ყველაზე შთამბეჭდავი კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართულ-რუსული სარაგბო შერკინება: პირველი ტაიმის ყველაზე შთამბეჭდავი კადრები

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრებმა პირველი ტაიმი რუსეთის ნაკრებთან ანგარიშით 6:0 დაამთავრა. "ბორჯღალოსნებს" ექვსივე ქულა საჯარიმოების შედეგად მერაბ კვირიკაშვილმა მოუტანა.

მატჩი მიხეილ მესხის სახელობის ეროვნულ სტადიონზე მიმდინარეობს. დღევანდელ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან გააცილეს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი მაჩხანელი, რომელმაც სანაკრებო კარიერა დაასრულა. მაჩხანელის პატივისცემის ნიშნად თამაშის მე-14 წუთზე მას გულშემატკივრები ფეხზე წამოუდგნენ და ტაშითა და შეძახილებით გააცილეს. მაჩხანელი ნაკრებში 14 ნომრით თამაშობდა.

გულშემატკივრები დღევანდელ მატჩზე საქართველოსა და უკრაინის დროშებით არიან მისულები. მათი ნაწილი მატჩის დაწყების წინ ვლადიმერ პუტინის შეურაცხმყოფელ შეძახილებს სკანდირებდა.
მიხეილ მესხის სახელობის ეროვნულ სტადიონზე მაყურებლისთვის განკუთვნილი ყველა ადგილი შევსებულია.

იხილეთ ასევე: ქართველი მორაგბეების რუსეთთან გამარჯვების ყველაზე ემოციური კადრები

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთი ანგარიშით 33:0 დაამარცხა

ქართველი გულშემატკივრები საქართველო-რუსეთის სარაგბო ნაკრებების მატჩზე